Skip to content
MultiPrime
ProductsPricingIntegrationSecurityAbout
Start taking payments

Documents

მონაცემთა დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

This document is published in Georgian only.

Download PDFPDF · 200 KB

Contents

  1. 1. ზოგადი დებულებები
  2. 2. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
  3. 3. დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები
  4. 4. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები
  5. 5. მონაცემთა დამუშავების მიზნები
  6. 6. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
  7. 7. მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
  8. 8. ტრანზაქციებთან დაკავშირებული მონაცემები
  9. 9. მონაცემთა მესამე პირებისთვის გადაცემა
  10. 10. მონაცემთა შენახვა
Contents
  1. 1. ზოგადი დებულებები
  2. 2. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
  3. 3. დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები
  4. 4. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები
  5. 5. მონაცემთა დამუშავების მიზნები
  6. 6. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
  7. 7. მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
  8. 8. ტრანზაქციებთან დაკავშირებული მონაცემები
  9. 9. მონაცემთა მესამე პირებისთვის გადაცემა
  10. 10. მონაცემთა შენახვა

1. ზოგადი დებულებები

1.1.წინამდებარე მონაცემთა დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „მულტიპრაიმ“-ის მიერ ელექტრონული საფულის მომსახურების ფარგლებში მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, მოპოვების, გამოყენების, შენახვის, დაცვისა და სხვა სახის დამუშავების წესებს.

1.2.პოლიტიკის მიზანია მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ დამუშავების უზრუნველყოფა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვა.

1.3.კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.

1.4.პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის მიერ ელექტრონული საფულის მომსახურების ფარგლებში მონაცემთა დამუშავებაზე, მათ შორის, მომხმარებლის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ელექტრონული საფულის გახსნისა და გამოყენების, თანხის შეტანის, გადარიცხვის, კონვერტაციისა და გატანის ოპერაციების განხორციელების პროცესებზე.

1.5.ელექტრონული საფულის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას.

2. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

2.1.კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

  1. ა) კანონიერების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპით;
  2. ბ) კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
  3. გ) მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად;
  4. დ) მონაცემთა სიზუსტისა და აქტუალურობის უზრუნველყოფით;
  5. ე) მონაცემთა შენახვის ვადის მიზანშეწონილობისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით;
  6. ვ) მონაცემთა უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის უზრუნველყოფით.

2.2.კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალური მონაცემების უნებართვო წვდომა, დაკარგვა, შეცვლა, განადგურება, გამჟღავნება ან სხვა უკანონო დამუშავება.

3. დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები

3.1.ელექტრონული საფულის მომსახურების მიღებისას კომპანია შეიძლება ამუშავებდეს მომხმარებლის შემდეგი კატეგორიის მონაცემებს:

  1. ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
  2. ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ მონაცემები;
  3. გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და დოკუმენტის ასლი/ელექტრონული გამოსახულება;
  4. დ) საკონტაქტო მონაცემები – ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია;
  5. ე) საცხოვრებელი/ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაცია;
  6. ვ) მომხმარებლის საქმიანობის, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შესახებ ინფორმაცია, როდესაც ასეთი მონაცემების დამუშავება აუცილებელია მომსახურების გაწევის, მომხმარებლის რისკის შეფასების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის;
  7. ზ) ფინანსური და ეკონომიკური ინფორმაცია, მათ შორის შემოსავლის, ქონების, საქმიანობისა და სახსრების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამის შემთხვევებში;
  8. თ) ელექტრონული საფულის, ანგარიშისა და მომხმარებლის პროფილის მონაცემები;
  9. ი) გადახდის, გადარიცხვის, კონვერტაციის, შეტანისა და გატანის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია;
  10. კ) ტრანზაქციის ტექნიკური მონაცემები, მათ შორის ტრანზაქციის დრო, თანხა, ვალუტა/აქტივი, მონაწილე ანგარიშები ან საფულეები და ოპერაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;
  11. ლ) მოწყობილობისა და ტექნიკური მონაცემები, მათ შორის IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ბრაუზერისა და აპლიკაციის ტექნიკური მონაცემები;
  12. მ) მომხმარებლის ანგარიშში შესვლის, ავთენტიფიკაციისა და უსაფრთხოების მონაცემები;
  13. ნ) მომხმარებელთან კომუნიკაციის, მიმართვის, საჩივრისა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  14. ო) სხვა მონაცემები, რომელთა დამუშავება აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გასაწევად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

4. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები

4.1.კომპანია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს არ ამუშავებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი დამუშავება პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით ან არსებობს კანონით დადგენილი სხვა შესაბამისი საფუძველი.

4.2.იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ფარგლებში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება გახდება აუცილებელი, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობას და მონაცემთა დამუშავებას განახორციელებს მხოლოდ აუცილებელი მოცულობით.

5. მონაცემთა დამუშავების მიზნები

5.1.მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ა) მომხმარებლის რეგისტრაციისა და ელექტრონული საფულის შექმნისთვის;
  2. ბ) მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისთვის;
  3. გ) მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  4. დ) ელექტრონული საფულის მომსახურების გაწევისა და ადმინისტრირებისთვის;
  5. ე) მომხმარებლის მიერ შეტანის, გადარიცხვის, კონვერტაციისა და გატანის ოპერაციების განხორციელებისთვის;
  6. ვ) თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა უკანონო საქმიანობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთისთვის;
  7. ზ) მომხმარებლის რისკის შეფასებისა და მონიტორინგისთვის;
  8. თ) სანქციებთან, შეზღუდვებთან და სხვა სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  9. ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და მოთხოვნების შესრულებისთვის;
  10. კ) მომხმარებლის საჩივრების, განცხადებებისა და მოთხოვნების განხილვისთვის;
  11. ლ) ტექნიკური ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის;
  12. მ) ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  13. ნ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და სისტემის ფუნქციონირების ანალიზისთვის;
  14. ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესასრულებლად.

6. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

6.1.კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

6.2.მონაცემთა დამუშავების საფუძველი შეიძლება იყოს:

  1. ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
  2. ბ) მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ან ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი მოქმედებების განხორციელება;
  3. გ) კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება;
  4. დ) კომპანიის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაცვა, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და თავისუფლებებს;
  5. ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი.

6.3.იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემთა დამუშავება ხორციელდება თანხმობის საფუძველზე, მომხმარებელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიხმოს თანხმობა.

6.4.თანხმობის გამოხმობა არ მოქმედებს თანხმობის საფუძველზე მის გამოხმობამდე განხორციელებული მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე.

7. მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია

7.1.ელექტრონული საფულის მომსახურების მიღების მიზნით კომპანია ახორციელებს მომხმარებლის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას.

7.2.აღნიშნული პროცესის ფარგლებში კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის იდენტობის დადასტურებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

7.3.დისტანციური რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

7.4.საჭიროების შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს მესამე პირის ტექნიკური ან ვერიფიკაციის მომსახურება, იმ პირობით, რომ მონაცემთა დამუშავება განხორციელდება კანონმდებლობისა და შესაბამისი ხელშეკრულებითი და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

8. ტრანზაქციებთან დაკავშირებული მონაცემები

8.1.კომპანია ამუშავებს ელექტრონული საფულის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას.

8.2.აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ოპერაციის თარიღს, დროს, თანხას, ვალუტას ან კრიპტოაქტივს, ოპერაციის ტიპს, მიმღების ან გამგზავნის შესაბამის მონაცემებს, საფულის/ანგარიშის მონაცემებს, ტრანზაქციის იდენტიფიკატორს და სხვა ტექნიკურ ინფორმაციას.

8.3.ტრანზაქციებთან დაკავშირებული მონაცემები მუშავდება მომსახურების შესრულების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თაღლითობის პრევენციის, ფინანსური მონიტორინგისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის.

9. მონაცემთა მესამე პირებისთვის გადაცემა

9.1.კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირს გადასცემს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

9.2.მონაცემები შეიძლება გადაეცეს:

  1. ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს და სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს – კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  2. ბ) სასამართლოს, სამართალდამცავ ან სხვა უფლებამოსილ ორგანოებს – მათი კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე;
  3. გ) მომსახურების ტექნიკურ და სხვა შესაბამის მიმწოდებლებს, როდესაც მათი ჩართულობა აუცილებელია ელექტრონული საფულის მომსახურების გასაწევად;
  4. დ) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მომსახურების მიმწოდებლებს;
  5. ე) გადახდის მომსახურების, საბანკო ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, როდესაც ეს აუცილებელია კონკრეტული ოპერაციის განსახორციელებლად;
  6. ვ) აუდიტორულ, იურიდიულ, საკონსულტაციო ან სხვა პროფესიულ მომსახურების მიმწოდებლებს, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში;
  7. ზ) სხვა პირებს, როდესაც მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან არსებობს მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობა.

9.3.მესამე პირისთვის მონაცემების გადაცემისას კომპანია უზრუნველყოფს, რომ მიმღებმა მონაცემები გამოიყენოს მხოლოდ განსაზღვრული მიზნისთვის და დაიცვას შესაბამისი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.

10. მონაცემთა შენახვა

10.1.კომპანია პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი მიზნის მისაღწევად ან რომლის შენახვაც აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

10.2.კონკრეტული კატეგორიის მონაცემთა შენახვის ვადა განისაზღვრება მონაცემთა დამუშავების მიზნის, სამართლებრივი მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა მონაცემთა შენახვის წესების გათვალისწინ

MultiPrime

Registered with the National Bank of Georgia 0101-7704

  • +995 579 35 99 99 · 0322 995 995
  • info@multiprime.ge
  • Vertskhli street #1, Tbilisi, Georgia

Products

  • Online payments
  • Acquiring and sub-acquiring
  • QR payments
  • Apple Pay and Google Pay
  • Dashboard and support
  • Payouts
  • Pricing

Developers

  • Integration overview
  • Quickstart
  • Payment page
  • API
  • Callbacks
  • Testing
  • Go-live checklist

Merchant dashboard

  • Sign in to NeoPay

Company

  • About
  • License & security
  • Partners
  • Contact
  • Apply for onboarding

Documents

  • Terms of use
  • Privacy
  • Data protection
  • AML/CFT
  • Cookies
© 2026 MultiPrime LLCNBG registration: 0101-7704