შინაარსზე გადასვლა
MultiPrime
პროდუქტებიტარიფებიინტეგრაციაუსაფრთხოებაკომპანია
მიიღე ონლაინ გადახდები

დოკუმენტები

ვებგვერდისა და ელექტრონული საფულის მომსახურების გამოყენების პირობები

PDF-ის ჩამოტვირთვაPDF · 233 KB

სარჩევი

  1. მუხლი 1. ზოგადი დებულებები
  2. მუხლი 2. ვებგვერდზე რეგისტრაცია და ელექტრონული საფულის გახსნა
  3. მუხლი 3. ელექტრონული საფულის გამოყენება
  4. მუხლი 4. ელექტრონული საფულის ფუნქციონალი
  5. მუხლი 5. ელექტრონული საფულის შევსება
  6. მუხლი 6. ფულადი სახსრების გადარიცხვა
  7. მუხლი 7. თანხის გატანა
  8. მუხლი 8. ოპერაციების ინიცირება და დადასტურება
  9. მუხლი 9. ტარიფები, საკომისიოები და ლიმიტები
  10. მუხლი 10. მომხმარებლის უფლებები
  11. მუხლი 11. მომხმარებლის ვალდებულებები
  12. მუხლი 12. პროვაიდერის უფლებები და ვალდებულებები
  13. მუხლი 13. ოპერაციის შეჩერება, უარი და ანგარიშის შეზღუდვა
  14. მუხლი 14. ელექტრონული საფულის დახურვა
  15. მუხლი 15. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
  16. მუხლი 16. ვებგვერდის გამოყენება
  17. მუხლი 17. საჩივრები და დავების გადაწყვეტა
  18. მუხლი 18. პირობების ცვლილება
  19. მუხლი 19. პასუხისმგებლობა
სარჩევი
  1. მუხლი 1. ზოგადი დებულებები
  2. მუხლი 2. ვებგვერდზე რეგისტრაცია და ელექტრონული საფულის გახსნა
  3. მუხლი 3. ელექტრონული საფულის გამოყენება
  4. მუხლი 4. ელექტრონული საფულის ფუნქციონალი
  5. მუხლი 5. ელექტრონული საფულის შევსება
  6. მუხლი 6. ფულადი სახსრების გადარიცხვა
  7. მუხლი 7. თანხის გატანა
  8. მუხლი 8. ოპერაციების ინიცირება და დადასტურება
  9. მუხლი 9. ტარიფები, საკომისიოები და ლიმიტები
  10. მუხლი 10. მომხმარებლის უფლებები
  11. მუხლი 11. მომხმარებლის ვალდებულებები
  12. მუხლი 12. პროვაიდერის უფლებები და ვალდებულებები
  13. მუხლი 13. ოპერაციის შეჩერება, უარი და ანგარიშის შეზღუდვა
  14. მუხლი 14. ელექტრონული საფულის დახურვა
  15. მუხლი 15. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
  16. მუხლი 16. ვებგვერდის გამოყენება
  17. მუხლი 17. საჩივრები და დავების გადაწყვეტა
  18. მუხლი 18. პირობების ცვლილება
  19. მუხლი 19. პასუხისმგებლობა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს „მულტიპრაიმ“-ის ვებგვერდითა და ელექტრონული საფულის მომსახურებით სარგებლობის წესებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლებებსა და ვალდებულებებს, მომსახურების გამოყენების პირობებსა და შესაბამის პასუხისმგებლობას.

1.2პროვაიდერი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

1.3წინამდებარე პირობები ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, რომელიც რეგისტრირდება ვებგვერდზე ან/და იყენებს პროვაიდერის მიერ შეთავაზებულ ელექტრონულ საფულის მომსახურებას.

1.4ვებგვერდზე რეგისტრაციის, ელექტრონული საფულის გახსნის, მომსახურების გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პირობებს, გაიგო მათი შინაარსი და ეთანხმება მათ.

1.5ელექტრონული საფულის კონკრეტული მომსახურების გამოყენებისას მომხმარებელზე ასევე ვრცელდება შესაბამისი მომსახურების პირობები, ტარიფები, ლიმიტები და სხვა წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 2. ვებგვერდზე რეგისტრაცია და ელექტრონული საფულის გახსნა

2.1ელექტრონული საფულის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს პროვაიდერის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის პროცედურები.

2.2მომხმარებელი ვალდებულია პროვაიდერს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციისა და მომსახურების გაწევისთვის.

2.3პროვაიდერი უფლებამოსილია უარი თქვას ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების მიწოდებაზე, თუ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასრული, ურთიერთსაწინააღმდეგო ან ვერ ხერხდება მისი სათანადო დადასტურება.

2.4პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებლის რეგისტრაციისა და იდენთიფიკაციის პროცესში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, როდესაც აღნიშნული აუცილებელია კანონმდებლობის, მომხმარებლის იდენთიფიკაციის, მომსახურების უსაფრთხოების ან რისკების მართვის მოთხოვნების შესასრულებლად.

2.5მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.

2.6მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს მის საიდენტიფიკაციო ან საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების შესახებ.

2.7ელექტრონული საფულის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის რეგისტრაციისა და იდენთიფიკაციის პროცედურები დასრულებულია პროვაიდერის მოთხოვნების შესაბამისად.

2.8პროვაიდერი უფლებამოსილია არ გახსნას ელექტრონული საფულე ან შეზღუდოს მომსახურების მიწოდება, თუ:

  1. ა) მომხმარებელმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია;
  2. ბ) წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასრული, არაზუსტი ან ურთიერთსაწინააღმდეგო;
  3. გ) ვერ ხერხდება მომხმარებლის სათანადო იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია;
  4. დ) მომსახურების გაწევა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
  5. ე) არსებობს თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, სანქციების დარღვევის ან სხვა უკანონო საქმიანობის რისკი;
  6. ვ) არსებობს კანონმდებლობით ან პროვაიდერის შიდა წესებით განსაზღვრული სხვა საფუძველი.

მუხლი 3. ელექტრონული საფულის გამოყენება

3.1ელექტრონული საფულე გამოიყენება პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საგადახდო მომსახურების განხორციელების მიზნით.

3.2მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ის ფუნქციონალი და მომსახურება, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი მომხმარებლის სტატუსისა და მომსახურების პირობების შესაბამისად.

3.3ოპერაციის განხორციელებამდე მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია ოპერაციის არსის, თანხის, საკომისიოსა და სხვა არსებითი პირობების შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3.4მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონული საფულე გამოიყენოს მხოლოდ კანონიერად დასაშვები მიზნებისთვის.

3.5აკრძალულია საფულის გამოყენება თაღლითური ან უკანონო საქმიანობის განსახორციელებლად.

მუხლი 4. ელექტრონული საფულის ფუნქციონალი

4.1.ელექტრონული საფულის საშუალებით მომხმარებელს, მისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების ფარგლებში, შეუძლია:

  • ელექტრონული საფულის შევსება;
  • ელექტრონული საფულიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა;
  • ელექტრონულ საფულეში არსებული ფულადი სახსრების გატანა.

4.2.კონკრეტული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციონალი შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის სტატუსის, იდენტიფიკაციის დონეებისა და კანონმდებლობითა და პროვაიდერის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4.3.მომხმარებელს ოპერაციის განხორციელებამდე მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია ოპერაციის თანხის, საკომისიოს, ვალუტის, მოქმედი ლიმიტებისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ.

4.4.მომხმარებელს ეკრძალება ელექტრონული საფულის გამოყენება უკანონო, თაღლითური ან მესამე პირის უფლებების დამრღვევი საქმიანობის განსახორციელებლად.

მუხლი 5. ელექტრონული საფულის შევსება

5.1.მომხმარებელს შეუძლია ელექტრონული საფულის შევსება პროვაიდერის მიერ დაშვებული და ვებგვერდზე/პირად სივრცეში მითითებული საშუალებების გამოყენებით.

5.2.საფულის შევსებისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია და შეასრულოს შესაბამისი ავტორიზაციისა და დადასტურების პროცედურები.

5.3.საფულის შევსების ოპერაცია შესრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შესაბამისი თანხა აისახება მომხმარებლის ელექტრონულ საფულეში პროვაიდერის სისტემის შესაბამისად.

5.4.საფულის შევსების ოპერაციაზე შეიძლება გავრცელდეს პროვაიდერის მიერ განსაზღვრული საკომისიო და ლიმიტები.

5.5.პროვაიდერი უფლებამოსილია არ განახორციელოს ან დროებით შეაჩეროს საფულის შევსების ოპერაცია, თუ არსებობს უსაფრთხოების, თაღლითობის, კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან სხვა სამართლებრივი/ოპერაციული რისკი.

მუხლი 6. ფულადი სახსრების გადარიცხვა

6.1.მომხმარებელს შეუძლია ელექტრონულ საფულეში არსებული ფულადი სახსრების გადარიცხვა პროვაიდერის მიერ დაშვებული მიმართულებითა და საშუალებით.

6.2.გადარიცხვის განსახორციელებლად მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს პროვაიდერის სისტემის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიმღებისა და გადარიცხვის შესახებ.

6.3.მომხმარებელი ვალდებულია გადარიცხვის დადასტურებამდე გადაამოწმოს ოპერაციის ძირითადი მონაცემები.

6.4.გადარიცხვის განხორციელებამდე მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია, მათ შორის:

  • გადარიცხვის თანხის შესახებ;
  • შესაბამისი საკომისიოს შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, ვალუტისა და კონვერტაციის პირობების შესახებ;
  • მიმღების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ;
  • ოპერაციის შესრულების სავარაუდო ვადის შესახებ, როდესაც ასეთი ინფორმაცია განსაზღვრულია.

6.5.მომხმარებლის მიერ დადასტურებული ოპერაცია მუშავდება პროვაიდერის შესაბამისი სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.6.პროვაიდერი უფლებამოსილია შეაჩეროს ან არ შეასრულოს გადარიცხვა, თუ არსებობს კანონმდებლობით, უსაფრთხოების მოთხოვნებით ან პროვაიდერის შესაბამისი შიდა პროცედურებით გათვალისწინებული საფუძველი.

მუხლი 7. თანხის გატანა

7.1.მომხმარებელს შეუძლია ელექტრონულ საფულეში არსებული თანხის გატანა პროვაიდერის მიერ განსაზღვრული წესითა და დაშვებული საშუალებით.

7.2.თანხის გატანისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს შესაბამისი ავტორიზაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დადასტურების პროცედურა.

7.3.თანხის გატანის ოპერაციის განხორციელებისას მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია:

  • გასატანი თანხის შესახებ;
  • შესაბამისი საკომისიოს შესახებ;
  • ოპერაციის განხორციელების პირობებისა და ვადის შესახებ;
  • მოქმედი ლიმიტების შესახებ.

7.4.თანხის გატანა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ანგარიშზე არსებობს შესაბამისი ოდენობის ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები და არ არსებობს ოპერაციის შეჩერების ან შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი.

7.5.თანხის გატანის ოპერაცია შეიძლება დაექვემდებაროს კანონმდებლობითა და პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ ლიმიტებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მუხლი 8. ოპერაციების ინიცირება და დადასტურება

8.1საგადახდო ოპერაცია ინიცირებულად მიიჩნევა მომხმარებლის მიერ პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ელექტრონული არხით შესაბამისი დავალების წარდგენისა და საჭიროების შემთხვევაში, მისი დადასტურების შემდეგ.

8.2ოპერაციის დასადასტურებლად პროვაიდერმა შესაძლოა გამოიყენოს მომხმარებლის ავტორიზაციისა და ძლიერი ავთენტიფიკაციის შესაბამისი მექანიზმები.

8.3მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი ავტორიზაციის მონაცემების, პაროლების, კოდებისა და სხვა უსაფრთხოების საშუალებების დაცვაზე.

8.4მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს საფულის უსაფრთხოების დარღვევის, ავტორიზაციის მონაცემების დაკარგვის, მოპარვის ან მესამე პირის მიერ შესაძლო გამოყენების შესახებ.

მუხლი 9. ტარიფები, საკომისიოები და ლიმიტები

9.1ელექტრონული საფულის მომსახურებაზე მოქმედი ტარიფები და საკომისიოები განთავსებულია ვებგვერდზე/მომხმარებლის პირად სივრცეში და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მომსახურების მიღებამდე.

9.2პროვაიდერი უფლებამოსილია განსაზღვროს სხვადასხვა მომსახურებაზე განსხვავებული ტარიფი და საკომისიო.

9.3მოქმედი ტარიფებისა და ლიმიტების ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია.

მუხლი 10. მომხმარებლის უფლებები

10.1მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებისა და მათი პირობების შესახებ
  • წინასწარ მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი მომსახურების ღირებულებისა და საკომისიოს შესახებ
  • მიიღოს ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ
  • გამოიყენოს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული საჩივრის/პრეტენზიის წარდგენის ფორმა
  • მიიღოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებები

მუხლი 11. მომხმარებლის ვალდებულებები

11.1მომხმარებელი ვალდებულია:

  • მიაწოდოს პროვაიდერს ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია
  • დაიცვას საფულის გამოყენების წესები
  • დაიცვას ავტორიზაციისა და უსაფრთხოების მონაცემები
  • არ გადასცეს მესამე პირს საკუთარი ანგარიშის გამოყენების საშუალებები
  • დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს საეჭვო ან არაავტორიზირებული ოპერაციის შესახებ
  • გადაიხადოს შესაბამისი მომსახურებისთვის დადგენილი საკომისიო
  • არ გამოიყენოს საფულე კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობისთვის

მუხლი 12. პროვაიდერის უფლებები და ვალდებულებები

12.1პროვაიდერი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად
  • მომხმარებელს მიაწოდოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია
  • უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვა
  • უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ საჩივრის/პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა
  • მიიღოს შესაბამისი ზომები მომსახურების უსაფრთხოებისა და უწყვეტობის უზრუნველსაყოფას

12.2პროვაიდერი უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება.

მუხლი 13. ოპერაციის შეჩერება, უარი და ანგარიშის შეზღუდვა

13.1პროვაიდერი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ან შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიშის ან კონკრეტული ოპერაციის გამოყენება თუ:

  • არსებობს უსაფრთხოების რისკი
  • გამოვლენილია ან არსებობს ეჭვი არაავტორიზირებულ ოპერაციაზე
  • მომხმარებლის მიერ დარღვეულია წინამდებარე პირობები
  • არსებობს თაღლითობის ან სხვა უკანონო საქმიანობის რისკი
  • მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას

13.2აღნიშნული ზომების გამოყენებისას პროვაიდერი მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი შიდა პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 14. ელექტრონული საფულის დახურვა

14.1მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ელექტრონული საფულის/ანგარიშის დახურვა, თუ არ არსებობს მისი დახურვის შემაფერხებელი სამართლებრივი ან ოპერაციული საფუძველი.

14.2ანგარიშის დახურვის პროცედურა ხორციელდება პროვაიდერის მიერ დადგენილი წესით.

14.3ანგარიშის დახურვა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ანგარიშის დახურვამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან.

მუხლი 15. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა

15.1მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

15.2პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები, საფუძვლები, მონაცემთა კატეგორიები, შენახვის ვადები და მომხმარებლის უფლებები განისაზღვრება პროვაიდერის შესაბამისი კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტით.

15.3პროვაიდერი იღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის ინფორმაციის დასაცავად.

მუხლი 16. ვებგვერდის გამოყენება

16.1ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მომხმარებლისთვის პროვაიდერისა და მის მიერ შეთავაზებული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

16.2მომხმარებელი ვალდებულია ვებგვერდი გამოიყენოს კანონიერად და კეთილსინდისიერად.

16.3აკრძალულია ვებგვერდის ფუნქციონირებაში ჩარევა, მისი უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა, მავნე პროგრამების გავრცელება ან ვებგვერდის ტექნიკური რესურსების არამართლზომიერად გამოყენება.

16.4ვებგვერდზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები დაცულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 17. საჩივრები და დავების გადაწყვეტა

17.1მომხმარებელს უფლება აქვს პროვაიდერს წარუდგინოს საჩივარი/პრეტენზია მომსახურებასთან დაკავშირებით.

17.2საჩივრის მიღება, რეგისტრაცია, განხილვა და მომხმარებლისთვის პასუხის მიწოდება ხორციელდება პროვაიდერის მიერ დამტკიცებული „მომხმარებელთა საჩივრების მიღების, რეგისტრაციის, განხილვისა და გადაწყვეტილების პროცედურის“ შესაბამისად.

17.3მომხმარებელს ასევე აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების უფლება.

17.4მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი წესდებით ადგენს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს და საჩივრებთან დაკავშირებულ მექანიზმებს.

მუხლი 18. პირობების ცვლილება

18.1პროვაიდერი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში, მათ შორის მომსახურების ფუნქციონალის, ტარიფების, ლიმიტების ან სხვა პირობების ცვლილების გამო.

18.2არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, მომხმარებელს ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

18.3პირობების განახლებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება პროვაიდერის ვებგვერდზე.

18.4პირობების თითოეულ ვერსიაზე მითითებული უნდა იყოს მისი ძალაში შესვლის თარიღი

მუხლი 19. პასუხისმგებლობა

19.1მხარეები პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის.

19.2მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, ავტორიზაციის მონაცემების დაცვასა და საფულის არამართლზომიერ გამოყენებაზე.

19.3პროვაიდერის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების შესაბამისად.

MultiPrime

რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში 0101-7704

  • +995 579 35 99 99 · 0322 995 995
  • info@multiprime.ge
  • Vertskhli street #1, Tbilisi, Georgia

პროდუქტები

  • ონლაინ გადახდები
  • ეკვაირინგი და სუბ-ეკვაირინგი
  • QR გადახდები
  • Apple Pay და Google Pay
  • კაბინეტი და მხარდაჭერა
  • ჩარიცხვები
  • ტარიფები

დეველოპერებს

  • ინტეგრაციის მიმოხილვა
  • სწრაფი სტარტი
  • გადახდის გვერდი
  • API
  • Callback-ები
  • ტესტირება
  • ჩეკლისტი

მერჩანტის კაბინეტი

  • შესვლა NeoPay-ში

კომპანია

  • კომპანიის შესახებ
  • ლიცენზია და უსაფრთხოება
  • პარტნიორებს
  • კონტაქტი
  • განაცხადი დაკავშირებაზე

დოკუმენტები

  • გამოყენების პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • მონაცემთა დაცვა
  • AML/CFT
  • Cookie
© 2026 MultiPrime LLCსებ-ის რეგისტრაცია: 0101-7704