ინტეგრაცია

ოთხი ოპერაცია

გადახდის ინტეგრაცია იმაზე მცირეა, ვიდრე ჩანს. ეს ოთხი ოპერაცია ყველაფერს ფარავს, დანარჩენი მათი დეტალებია.

ოპერაციები

POST /paymentsშექმენი გადახდა და მიიღე ბმული გადახდის გვერდზე
GET /payments/{id}წაიკითხე გადახდა: სტატუსი, თანხა, მეთოდი, დროის ნიშნულები
POST /payments/{id}/refundდაბრუნება, სრული ან ნაწილობრივი
POST შენი callbackUrlჩვენ გატყობინებთ სტატუსის ცვლილებას, ხელმოწერით

სავარჯიშო და საბრძოლო შლუზის საბაზისო მისამართი გაიცემა გასაღებებთან ერთად. ქვემოთ მოცემულ მაგალითებში ის აღნიშნულია როგორც $MP_API_BASE.

გადახდის შექმნა

amountსტრიქონი, ორი ათწილადი. კლიენტს ჩამოეჭრება ზუსტად ეს თანხა.
currencyGEL, USD ან EUR, შეთანხმებით
orderIdშენი შეკვეთის ნომერი. უნიკალური შენს მხარეს, ჩვენ მას ყოველ პასუხში ვაბრუნებთ.
descriptionის, რასაც კლიენტი ხედავს გვერდზე
callbackUrlსად გამოგიგზავნოთ სტატუსი. HTTPS, ინტერნეტიდან ხელმისაწვდომი.
returnUrlსად მოხვდება კლიენტი გვერდის შემდეგ

სტატუსები

createdგვერდი შექმნილია, ჯერ არავის გადაუხდია
pendingგადახდა ბანკშია, პასუხი ჯერ არ მოსულა
paidთანხა ჩამოიჭრა. მხოლოდ ახლა გასცე საქონელი.
failedუარი. მიზეზი მოყვება სტატუსს.
expiredგვერდს ვადა გაუვიდა, თანხა არ ჩამოჭრილა
refundedდაბრუნებულია სრულად ან ნაწილობრივ

ორი წესი, რომელიც ყველაზე მეტ დროს ზოგავს

  • კლიენტის დაბრუნება შენს returnUrl-ზე გადახდის დადასტურება არ არის. ის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბრაუზერი დაბრუნდა. დადასტურება არის სტატუსი, რომელიც ჩვენგან წაიკითხე.
  • არასდროს ენდო თანხას, რომელიც ბრაუზერიდან მოვიდა. შექმენი გადახდა შენს სერვერზე, შენივე შეკვეთიდან.

სრული სპეციფიკაცია

ველების ზუსტი სახელები, ყველა შეცდომის კოდი, callback-ის ხელმოწერის სქემა და სატესტო ბარათები გაიცემა სავარჯიშო წვდომასთან ერთად, რომ წაკითხული ყოველთვის ემთხვეოდეს იმას, რასაც შლუზი რეალურად პასუხობს.